რეზონანსი
28.07.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნასა და ავტომობილის ექსპერტიზაზე დასწრებას ითხოვს. ის შიშობს, რომ კომპიუტერიდან, შესაძლოა, რაიმე ინფორმაცია წაიშალოს.

ადვოკატის თქმით, მას გამოძიების მიმართ ეჭვი გაუჩნდა, რადგან საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალა ამ დრომდე ვერ მიაწოდეს.

„ჩემი პირადი მოთხოვნაა, რომ ჩემი თანდასწრების გარეშე არ ჩატარდეს ავტომობილის ექსპერტიზა. რაც შეეხება ამერიკის ფედერალური ბიუროს, ამ თემაზე უკვე მქონდა კონტაქტი გარკვეულ პირთან, რომლისგანაც ვითხოვ, რომ დეტალურად იქნეს გადმოცემული პროცედურა, თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს.

ვერ ხერხდება კომპიუტერის გახსნა და იმაზე საუბარი 21-ე საუკუნეში, რატომ ვერ ხერხდება, ჩვენთან შეიძლება მრავალი მიზეზი არსებობდეს. მაინც სახიფათოა, რადგან შესაძლებელია რაიმე ინფორმაციის წაშლა მოხდეს. ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მივიღე დრონის ჩანაწერები, სატელეფონო ამონაწერები, სათვალთვალო კამერების გზის ჩანაწერები, რაც ჩემში ეჭვს აჩენს", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის ცხედარის აღმოჩენამდე ერთი დღით ადრე ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მეზობლებმა ქვემო ფონიჭალაში აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.

ოჯახის წევრები გამოძებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებდნენ. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×