რეზონანსი
28.07.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ ის ენდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და სწორედ ამიტომ ითხოვს, საქმის გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ნაცვლად, შსს-მ აწარმოოს.

​„დიდი იმედი მაქვს, მინისტრი ჰყავს ამ ქვეყნას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ვენაცვალე, არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ვიღაცების გამოკლებით. ისეთი ხალხი ზის, ძალიან დაფიქრებული, ჩახედულები არიან, ისინი ნამუსით, სინდისით, მგონი, მიხედავენ ამ საქმეს. იმედი მაქვს, იმედი მაქვს 100 პროცენტით გაირკვევა ყველაფერი, რადგან ამას უსინათლოც დაინახავს, ყველა ხვდება, რაც ხდება. რა ხდება აქ, ყველა ხედავს“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×