რეზონანსი
27.07.2020

23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. რა ხდე­ბო­და და ვინ მოძ­რა­ობ­და თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გოლ­თეთ­ში 18-19 ივ­ლისს, ამა­ზე გოლ­თე­თის მკვიდ­რი "ამბებს" უყ­ვე­ბა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა:

"18 ივ­ლისს, შა­ბათს სო­ფელ­ში ორი უცხო მან­ქა­ნა იყო შე­მო­სუ­ლი. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც შემ­დგომ გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს, და­ახ­ლო­ე­ბით, 12 საათის­კენ უნა­ხავთ. მერე გა­მოჩ­ნდა მე­ო­რე მან­ქა­ნა. ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 7 სა­ა­თის­თვის გზა­ზე გა­მო­სულ­მა და­ი­ნა­ხა მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც გო­გო­ნე­ბი ის­ხდნენ. ეს კაცი ვერ იხ­სე­ნებს, მათ სა­ხეს, ვერ აღიდ­გი­ნა, თა­მუ­ნა იყო თუ არა მათ შო­რის, მაგ­რამ ამ­ბობს იმას, რომ ასა­კით საკ­მა­ოდ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, ნელა მოძ­რა­ობ­დნენ და მან­ქა­ნა­ში ხმა­მაღ­ლა კა­მა­თობ­დნე­ნო. იმა­საც არ გა­მო­რი­ცხავს, სამ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ (ხმე­ბის მი­ხედ­ვით), ამ­ბობს, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, თით­ქოს უკან კი­დევ იჯდა მე­სა­მეო... 

ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 19-ში, ანუ კვი­რას შე­მო­ვი­და სო­ფელ­ში. ისი­ნი წი­თე­ლი მან­ქა­ნით იყ­ვნენ. პი­რა­დად მე არ მი­ნა­ხავს, თუმ­ცა სხვე­ბის მო­ნა­ყო­ლით ვიცი, რომ უთ­ქვამთ, თა­მუ­ნას ვე­ძებთ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვართ, დაგ­ვეხ­მა­რე­თო, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუ - გო­გო­ნა­სი. მათ შემ­დეგ ამო­სუ­ლან თა­მუ­ნას მშობ­ლე­ბი და ძმა. კი­დევ იყო ორი კაცი ამო­სუ­ლი და ერთ-ერთს უთ­ქვამს, კახა ვარო და სო­ფელ­ში ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც და­უ­ტო­ვია, და­უ­ბა­რე­ბია - თუ რამე გა­ი­გოთ, გაგ­ვა­გე­ბი­ნე­თო. პო­ლი­ცია მარ­თლაც ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭულ­ში ეძებ­და გო­გო­ნას მან­ქა­ნე­ბით, ფე­ხით, დრო­ნე­ბით...

სოფ­ლი­დან სულ სამი გზა გა­დის - ერთი სა­მან­ქა­ნო გზა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია, გა­უქ­მე­ბუ­ლი და შან­სი არაა იქი­დან გა­და­სუ­ლი­ყო, ხრამ­ში გა­და­ვარ­დე­ბო­და. მე­ო­რე გზა ფარ­ცხისს უკავ­შირ­დე­ბა და იქ არის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა, რო­მელ­ზეც მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა არაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. გა­მო­დის, გო­გო­ნა რო­მე­ლი გზი­თაც შე­მო­ვი­და, იმა­ვე გზით გა­ვი­და სოფ­ლი­დან და კა­მე­რამ იმი­ტომ არ და­ა­ფიქ­სი­რა და მერე სხვა­გან გა­და­უხ­ვია. იმ ად­გი­ლას, სა­დაც მან­ქა­ნა იპო­ვეს, თხილ­ნა­რია. ას­ფალ­ტი­დან გა­და­დი­ხარ მინ­დორ­ში. ნაწ­ვი­მა­რი იყო და პა­ტა­რა მან­ქა­ნით რამ­დე­ნად შეძ­ლებ გზი­დან იქ გა­დახ­ვე­ვას, არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­დახ­ვი­დე..." - განაცხადა სოფლის მცხოვრებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×