რეზონანსი
27.07.2020

ჩვენ გვჭირდება კარგი ბანკირები, კარგი პოლიტიკოსები, კარგი ჟურნალისტები კონკრეტული საქმეებით და არა ზოგადად, რომ ბიზნესმენები ცუდები არიან, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსს" განუცხადა.

„არ მგონია, რომ ქართველ ხალხს პოლიტიკოსები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები, არ მგონია, რომ ქართველ ხალხს ჟურნალისტები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები და ა.შ. ზოგადად, ქართველი ხალხი არის გაწამებული, შეწუხებული ცხოვრების იმ პირობებით, რაც ამ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაშია. ამომრჩეველი გაწამებულია ცუდი ხელისუფლებებით, რადგან ვერ ახერხებს ფულის ისე დახარჯვას, რისთვისაც აიღო. ამომრჩეველი არის უმუშევარი და ამიტომ ვერ ახერხებს სესხის გადახდას. ამიტომ ხელისუფლებაა შესაცვლელი, რომ ფინანსური პრობლემების გამო ბანკებთან არ გვქონდეს პრეტენზია. მოსახლეობაში არანაირად მეტი უკმაყოფილება არ არის, ვიდრე პოლიტიკოსებთან. ჩვენ გვჭირდება კარგი ბანკირები, კარგი პოლიტიკოსები, კარგი ჟურნალისტები კონკრეტული საქმეებით და არა ზოგადად, რომ ბიზნესმენები ცუდები არიან", - განაცხადა უსუფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×