რეზონანსი
27.07.2020

15 ივლისის შემდეგ, რაც პარკის კარი პირველი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა, დენდროლოგიურმა უკვე 250 000-ზე მეტ ადამიანს უმასპინძლა.

„კიდევ ერთხელ მოგესალმებით დენდროლოგიური პარკიდან და გვსურს, ჩვენი სიხარული გაგიზიაროთ!

შეკვეთილში ჩვენი პარკის მოსანახულებლად ჩამოსული სტუმრების ტალღა არ წყდება!

15 ივლისის შემდეგ, რაც პარკის კარი პირველი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა, ჩვენ უკვე 250 000-ზე მეტ ადამიანს ვუმასპინძლეთ!ასეთი მასშტაბის ინტერესი და აღტაცება, რომელსაც თქვენ, ჩვენი სტუმრები გამოხატავთ, შეუფასებელია!

განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენთან დამთვალიერებელი საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდის. მოდიან მშობლები და შვილები, ბებია-ბაბუები და შვილიშვილები - და ჩვენც სიხარულით გხვდებით ყველას.

შეუმჩნეველი არ დაგვრჩენია ის გამოხმაურებებიც, რაც სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში ხვდება. ეს არის ინფორმაციის, შთაბეჭდილებების და გაზიარებული ემოციების უპრეცედენტო ნაკადი!

ასე რომ, გელით კვლავ! შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი თქვენთან ერთად კიდევ უფრო ლამაზია", - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ტექსტში.

პარკი 15 ივლისს გაიხსნა. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონისთვის განხორციელებული კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×