რეზონანსი
27.07.2020

კომპანიების სანქცირება არაა ჩვენი თვითმიზანი, თითოეულ ბიზნესსუბიექტს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ერთად უნდა დავიცვათ პროტოკოლი, რომელიც COVID19-ის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში" შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

„ჩვენ დადასტურებულად გვქვს ინფორმაცია, როცა კომპანია იხსნება, მათ იციან, როგორ უნდა დაიცვან პროტოკოლი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული. შერჩევითი კონტროლით, ყველა სექტორის მიმართ განხორციელდება გადამოწმება და იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება ხარვეზები, უკიდურესი აუცილებლობის შემთხევაში სანქციებს გამოვიყენებთ", - აღნიშნა ფერაძემ.

მისი თქმით, მიზანი ნებართვების გაცემის და წინასწარი შემოწმების ისაა, რომ ბიზნესსუბიექტებს გაცნობიერებული ჰქონდეთ, რომ თუ თითოეული მეწარმე და მოქალაქე არ დაიცავს წესებს და ერთობლივად არ აიღებს ამ პასუხისმგებლობას, ეპიდსიტუაცია გართულდება და შესაძლოა ჩაკეტვებისა და შეზღუდვების წინაშე მეორედ დავდგეთ. „ეს არის ყველასთვის განხორციელებული ქმედება და ემსახურება საზოგადო სიკეთეს", - აღნიშნა ფერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×