რეზონანსი
27.07.2020

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, თემურ ღვინჯილიას და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს, მათე ღვინჯილიას პატიმრობა შეუფარდა.

დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით თითოეულისთვის 100 000 ლარის გირაოს მოთხოვნა სასამართლომ არ გაიზიარა.

სასამართლო სხდომა 15 სექტემბერს ჩაინიშნა.

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და აპარატის ერთი თანამშრომელი 26 ივლისს დააკავეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×