რეზონანსი
27.07.2020

ბავშვებში კორონავირუსი შეიძლება დიარეით დაიწყოს, ამიტომ ყველა შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა ფიქსირდება, აუცილებელია ამბულატორიულ ცენტრებს მიმართოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

„მინდა მოსახლოებას კიდევ ერთხელ ვთხოვო, როდესაც ტემპერატურა უფიქსირდებათ აუცილებლად ამბულატორიულ ცენტრებს მიმართონ. ვიცი ბევრი თავს იკავებს და თვითმიმართვით არ მიდის ჩვენს ამბულატორიულ ცენტრებში PCR ტესტზე შემოწმებისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ზაფხულია, შეიძლება გაცივდით, ამ სეზონზე ხშირია ინტოქსიკაციები, მაგრამ ამ ყველაფრის ქვეშ შეიძლება კოვიდინფექცია იმალებოდეს, ბავშვებში ხშირია კორონავირუსის დიარეით დაწყება. ამიტომ ყველა ამ შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა გვაქვს, ბავშვი იქნება თუ მოზრდილი, აუცილებელია ამბულატორიულ ცენტრებს მიმართოთ, სადაც მოხდება ნაცხის აღება და შემდეგ PCR ტესტით გამოკვლევა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×