რეზონანსი
27.07.2020

30 ივლისს, მსოფლიო სტარტაპ რუკაზე საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გამოჩნდება. კომპანია “აჭარაბეთის“ მხარდაჭერით  Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას - Black Sea and Beyond Regional Competition საქართველო მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას 12 ქვეყნის სტარტაპები იღებენ.  “აჭარაბეთი“  როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სფეროს მხარდამჭერი კომპანია კონკურსის გენერალური სპონსორია.

სტარტაპებისთვის რეგისტრაცია 24 ივლისს დასრულდა. 12 დღის განმავლობაში, აპლიკაცია 60-ზე მეტმა მონაწილემ შეავსო და საერთაშორისო ჟიურიმ უკვე გამოავლინა 20 საუკეთესო სტარტაპი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გადავიდა და 28 ივლისს, ნახევარ-ფინალში შეეჯიბრება ერთმანეთს. 30 ივლისს კი, გამოვლინდება რეგიონალური გამარჯვებული, ათი ფინალისტი საერთაშორისო ჟიურის წინაშე პირდაპირ ეთერში წარადგენს საკუთარ სტარტაპს. 

ღონისძიებაზე მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია,დამსწრე აუდიტორიას ასევე ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინოს არაერთ წარმატებულ საერთაშორისო სპიკერს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაესწროს ვირტუალურ გამოფენას და დაამყაროს კონტაქტები მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან.

გამარჯვებული სტარტაპი SWC-ის ფინალზე კალიფორნიაში გამემგზავრება და 1,000.000$-სთვის იბრძოლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×