
ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში დაიბარეს.
დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა მოითხოვა, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველომ აღარ აწარმოოს.
როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ პირი, რომელმაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილს უთხრა, რომ ,,მისი შვილი შარში იყო“, სწორედ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ლადო ბაჭულაშვილია.
„შევხვდით განყოფილების უფროსს და გამომძიებელს. ბატონმა ჯუმბერმა თავისი პოზიცია უთხრა. ბოლო ჩვენება ბლოკნოტთან დაკავშირებით მივეცით. ეს იყო ჩვენი საბოლოო პოზიცია, მაინც მათ წესიერებას აღარ შევეხეთ. ჩვენ, ბატონმა ჯუმბერმა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა რომ საერთოდ გამოძიება აწარმოოს სამხარეომ, საქმე გადაეცეს, წაიღოს სამინისტრომ ან ნებისმიერმა სხვა ორგანომ, რომელიც უფრო კომპეტენტური სამართლიანი იქნება. იმედია, მიხედავს გენერალური ინსპექცია შიდა სტრუქტურას", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.