რეზონანსი
27.07.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ უწყებაში შესვლამდე კომენტარი გააკეთა. მან გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილი სახლში უხასიათოდ ბრუნდებოდა.

„ოჯახში არაფერი პრობლემა და დარდი არ ჰქონია. მე მკლავს ერთი რამ. სახლში რომ შემოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი თამარ, რა დაგემართა, შვილო, თქვი შეიძლება რამეში დაგეხმარო, მამა ვარ. ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის ანა ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×