რეზონანსი
27.07.2020

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, ირაკლი წაქაძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა, მას გამოძიება ძალადობას ედავება. 

წაქაძე საბურთალოელია და აგარაკის ინციდენტში მონაწილეობს, მას ავტობანზე მომხდარ დიდ დაპირისპირებასთან კავშირი არ აქვს. 

წაქაძე პირველია, რომელმაც ბრალის ნაწილი მაინც აღიარა. მასთან ერთად მისი ორი მეგობარია დაკავებული - საბა ჩხარტიშვილი და საბა გოგშელიძე. ისინიც, ასევე, აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდნენ და დუმილის უფლებას იყენებენ. 

დანარჩენი 8 პირი - "მერსედესისა" და "ტოიოტას ქამრის" მგზავრები, რომლებსაც ძალადობის ორგანიზებაში ედავებიან, ბრალს არ აღიარებენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×