რეზონანსი
27.07.2020

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 172,84 მლნ ლარით, ანუ 0,35 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1,97 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ივლისისათვის 49.28 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5,20 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10,56 პროცენტია.

2020 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×