რეზონანსი
27.07.2020

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, არ­ჩილ გაგ­ნი­ძის ად­ვო­კა­ტის ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ 6 მგზავ­რი­დან, ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი არა­ვის მო­უკ­ლავს. ამის შე­სა­ხებ კო­ბა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ამ წუ­თებ­ში შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც კო­ბა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, გაგ­ნი­ძეს რომ შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, ამას ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა ადას­ტუ­რებს. ად­ვო­კა­ტის თქმით, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის­თვის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

„თუ სა­სა­მარ­თლო არ მო­ექ­ცე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ და სა­მარ­თლებ­რი­ვად შე­ა­ფა­სებს აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ნა­ი­რი სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის ყვე­ლა­ზე მკაც­რი სახე გა­მო­ი­ყე­ნონ და დარ­ჩეს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პა­ტიმ­რო­ბა­ში. სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბებს, რო­გო­რი­ცაა 199-ე მუხ­ლი, სა­დაც წე­რია, რომ თუ სა­სა­მარ­თლოს სურ­ვი­ლი აქვს, მა­გა­ლი­თად, ჩა­მო­არ­თვას მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა - პას­პორ­ტი, პი­რა­დო­ბა, ყო­ველ კვი­რას ია­როს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ექ­ნე­ბა მზა­ო­ბა სა­სა­მარ­თლოს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას შეც­ვლის. ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ გან­ვი­ხი­ლავ. ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა პი­რი­ქით, საჩ­ვე­ნო გა­რე­მო­ე­ბებ­ზე მი­უ­თი­თებს. რა­საც აქამ­დე ვი­ძახ­დით, რომ გარ­დაც­ვლილ­თან არა­ნა­ირ შემ­ხებ­ლო­ბა­ში გაგ­ნი­ძე არ არის, ახლა და­დას­ტურ­და. ხელს გაგ­ნი­ძეს არა­ვინ ადებს. ცხო­ნე­ბუ­ლი შა­ქა­რაშ­ვი­ლი იმ 6 პი­როვ­ნე­ბას არ მო­უკ­ლავს. მე თითს არა­ვის­კენ ვიშ­ვერ, არც „მერ­სე­დე­სის“ მგზავ­რებ­ზე და არც სხვა­ზე. ვინ მოკ­ლა შა­ქა­რაშ­ვი­ლი, ამას პა­სუ­ხი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­მა უნდა გას­ცეს. ყვე­ლა ჩვე­ნი ეჭ­ვის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან ღიად და გამჭვირ­ვა­ლედ; გულ­წრფე­ლია, რაც მთა­ვა­რია. მას ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე უარი არ უთ­ქვამს, გაგ­ნი­ძემ მო­ი­თხო­ვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რა­ზეც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ უარი თქვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჰქონ­და მას უფ­ლე­ბა უარი ეთ­ქვა, რომ თუ არ მაძ­ლევთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რათა ჩემი ჩვე­ნე­ბა გა­და­მოწ­მდეს, მა­შინ შენ რო­გორ უნდა გენ­დო?! ამ ეტაპ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ნება არ არ­სე­ბობს, თუ ასე­თი ნება იქ­ნე­ბა, გაგ­ნი­ძე მზად არის გა­მო­ვი­დეს და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×