რეზონანსი
27.07.2020

ზაფხულის სუპერტურნირის მე-9 დღეს ტოჩინოშინმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ქართველის მეტოქე აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა იშიურა იყო, რომელსაც ლევანი აქამდე ხუთჯერ შეხვედროდა, საიდანაც სამი ბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

ტაჩიაის, ანუ პირველი ჯახისას იშიურამ ჰენკა სცადა და ტოჩინოშინს გაეცალა, თუმცა ლევანმა ბალანსი არ დაკარგა, მეტოქის მავაშიზე ორივე ხელით აიღო ჩავლება და იორიკირით გაიმარჯვა. როგორც უკვე გითხარით, ქართველი სეკიტორის ანგარიშზე ექვსი გამარჯვება და მხოლოდ სამი მარცხია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×