რეზონანსი
27.07.2020

კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს, ამიტომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს დამშვიდებას მივეცეთ. არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მედიას ბრიფინგზე განუცხადა.

მისივე თქმით, დიდი ყურადღება ეთმობა ბაზრობების კონტროლს. ლილოს ბაზრობაზე უკვე 1415 მომუშავე ადამიანია გამოკვლეული და დღეს კიდევ 500 ნიმუშზე იქნება პასუხი.

„კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს, ამიტომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს დამშვიდებას მივეცეთ. არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ. ციფრები, რომელიც მე დავასახელე, მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს და ის მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია. რომ ჩვენ არ ვატაროთ პირბადე, არ დავიცვათ დისტანცია, არ დავიმუშოთ სანიტაიზერებით ხელები და თავი არ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×