რეზონანსი
27.07.2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, ისინი დაასახელებენ პირს ან პირებს, ვის ჰქონდა კომუნიკაცია დაზარალებულ ოჯახთან, ვიდრე ახალგაზრდა გოგოს სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

გამოძიება, ასევე, დაინტერესდება ხომ არ ჰქონდა ადგილი გადაცდომას, რომელიმე სამართალდამცველის მხრიდან.

"ჩვენ მოვედით იმ პირების დასახელებაზე, რომლებიც იმ პერიოდში, როდესაც მიდიოდა ე.წ. ძებნითი სამუშაოები, რომელმაც უთხრა ოჯახს კომპიუტერთან დაკავშირებით, რომ პრობლემაშია მისი გოგო და რომლებმაც უთხრეს, რომ რა საჭირო იყო ეს აქციებიო. ეს ადამიანები დასახელდებიან და ესენი არიან პოლიციის მაღალჩინოსნები,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×