
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან გამოგზავნილი 3-თვიანი მოწვევით შეძლებენ.
„ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდნენ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის, აჭარის მაცხოვრებლები, თურქეთის რესპუბლიკიდან, დამსაქმებლისგან გაცემული 3-თვიანი, ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა, ისინი უკან დაბრუნებისას, ვალდებულნი იქნებიან, საკარანტინო რეჟიმი გაიარონ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.