რეზონანსი
27.07.2020

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა გამოძიებას მის გასახსნელად გარკვეული მცდელობები ექნება. ადვოკატი პროკურატურას რამდენიმე დღეს აძლევს, რათა მას საქმის მასალები დაუყოვნებლივ გადასცენ.

„რეკომენდაცია არის, რომ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა ჩატარდეს. როგორც ვატყობ, ჯერ კიდევ ვერ ვარ ვართ ექსპერტიზის თვალსაზრისით წინ წასული, რომ კომპიუტერი გაიხსნას, მაგრამ რაღაც მცდელობა იქნება, რომ გაიხსნას კომპიუტერი.

ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ეს არის ჩემი შუამდგომლობა რომელიც დავაყენე და მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სულ რამდენიმე დღეს ვაძლევ გამოძიებას, რომ ის მასალა, რაც არის მოთხოვნილი, დაუყოვნებლივ მომაწოდოს, თორემ მე უკვე სხვა გადაწყვეტილებებს მივიღებ“, - განაცხადა რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×