
გარდაცვლილი 23 წლის გოგოს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტი გიორგი ჩომახაშვილი საქმის დეტალებს აანალიზებს. მისი აზრით, იგი სამსახურის გამო მოკლეს. ბაჩალიაშვილს, სავარაუდოდ, მიუთითეს ლოკაცია, რომელიც ვერ იპოვა, დაიწყო ადგილის ძებნა. მოგვიანებით, შეხვდა ვინმეს და შეხვედრის მიზეზი ბაჩალიაშვილის საქმიანობა იყო.
„მობილური გამორთო, წავიდა სახლიდან, 65 კმ. იარა ისეთ ადგილებში სადაც მანამდე არ ყოფილა. იყო სოფელში, არავისთან ჰქონია კონტაქტი, ფანჯრები აწეული და სოფლის გზის კვალობაზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა (სწორედ ამით მიიქცია თავდაპირველად ყურადღება).
დაახლოებით 10 წუთში ჩნდება სხვა მანქანა, მისი მძღოლიც დაახლოებით ისე იქცევა როგორც "ჰიუნდაის" მძღოლი.
ადგილი, სადაც მანქანა ნახეს დაბალი სიმაღლის მსუბუქი ავტომობილისთვის ძნელად მისადგომია (თუ არ ხარ პროფესიონალი მძღოლი). გზიდან გაგადასასვლელთან არის პატარა არხივით, ასევე მინდორში ყრია დიდი ქვები. მიუხედავად წვიმისა, საკმაოდ მკაფიოდ ჩანს მანქანის ნაკვალევი.
ცხედარი უკანა სავარძელზე იპოვეს, როგორც ამბობენ, მედიკამენტები, ავტომობილის გასაღები და მობილური გვერდით ედო (ავტომობილი ჩაკეტილი იყო).
ლოგიკა - რატომ უნდა წასულიყო ამხელა გზაზე, თან ცუდი გზით და არა კარგი გზით, რას ეძებდა სოფელში, რატომ გამორთო მობილური?
მოკლედ, ბევრი კითხვაა, მაგრამ მთავარი კითხვაა, მოკლეს თუ თავი მოიკლა...
ჩემი ვერსია - შეტყობინებით მიიღო ლოკაცია, მივიდა ადგილზე და ზუსტად ვერ მიაგნო, რის შემდეგაც დაიწყო ძებნა. სავარაუდოდ, შეხვდა ვინმეს და შეხვედრა ეხებოდა მის საქმიანობას...“, - დაწერა ჟურნალისტმა.