რეზონანსი
27.07.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის მასალებს უკვე ეცნობა. მანამდე კი "ამბები.ჯი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მათ სან­დო წყა­რომ მიაწოდა და წერს, რომ ამ მასალებში ერთი საეჭვო გარემოებაა.

"თა­მუ­ნას ავ­ტო­მან­ქა­ნა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­და­რე­ბით დიდი მან­ქა­ნი­თაა მი­ტა­ნი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ევა­კუ­ა­ტო­რით, რა­ზეც მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის კვა­ლი მი­ა­ნიშ­ნებს. თა­ნაც ეს კვა­ლი მო­დის და გა­ჩე­რე­ბუ­ლი ,,ჰი­უნ­და­ის” უკა­ნა მხა­რეს, მან­ქა­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 20-30 სმ-ზე წყდე­ბა.

ანუ გო­გო­ნა თა­ვი­სით თუ მი­ვი­და და გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა, იმ 30 სან­ტი­მეტრს გა­და­ახ­ტა? რა­ტომ არ მიჰ­ყვე­ბა სა­ბუ­რა­ვის ნაკ­ვა­ლე­ვი მან­ქა­ნას ბო­ლომ­დე? აშ­კა­რაა, როცა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა აჟი­ო­ტა­ჟი ატე­ხეს, მერე მი­ი­ტა­ნეს მისი გვა­მი მან­ქა­ნი­ა­ნად იმ ად­გი­ლას.

ის მან­ქა­ნა თუ 4 დღე იქ იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, პოვ­ნის წინა დღეს წვი­მი­ა­ნი ამინ­დი იყო და ბა­ლახ­ზე ტა­ლა­ხი არ უნდა გა­და­ე­რე­ცხა? არის ვერ­სია, რომ თა­მუ­ნას თა­ვის მოკ­ვლა აი­ძუ­ლეს და რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მან­ქა­ნი­ა­ნად სა­დღაც ავ­ტო­ფა­რეხ­ში ჰყავ­დათ გა­და­მა­ლუ­ლი", - ამბობს წყარო.

ასევე ვრცელდება ვერსია, რომ თეთრიწყაროს რაიონში, სადაც გოგონა ბოლოს ცოცხალი ნახეს, თამარი მანქანაში მარტო არ იყო. გოგონა ძალიან დაბნეული იყო და კონკრეტულ ადგილს ეძებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×