რეზონანსი
27.07.2020

ახალციხეში დავით აბნიელოვის კუთვნილ ავტომანქანაში ჭრელი გველი შეძვრა . მეპატრონე ამბობს, რომ დაახლოებით 18:00 სთ-თვის დაინახა მისმა ძმამ მანქანას კაპოტი როგორ ახადა და გველმა შიგნით ჩაძვრომა მოასწრო. თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ეჭვობენ, რომ გველი ისევ მანქანაშია.

„112-ში დავრეკეთ და გვითხრეს, რომ ეს მათ არ ეხებათ, ამიტომ ჩვენი ძალებით ვცდილობთ მანქანიდან გამოყვანას“, - ამბობენ აბნიელოვები.

დღის განმავლობაში მანქანა დაშალეს, მაგრამ ქვეწარმავლის გამოყვანა მაინც ვერ შეძლეს.

მეპატრონე აპირებს, რომ ძებნა ხვალიდან გააგრძელოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×