რეზონანსი
26.07.2020

ძალიან დიდი კონტროლის ქვეშაა გამოძიება და დიდი პასუხისმგებლობა აქვთ მათ, არ არის ეს მარტივი საქმე, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

​მისი თქმით, ის აკვირდება საგამოძიებო მოქმედებებს და გამოძიებასთან ინფორმაციას ცვლის მათთან.

„ვაკვირდები გამოძიების ქმედებებს, მათ პოზიციას ვუსმენ და ვცვლით ინფორმაციას. ახლა გარკვეული შუამდგომლობები მაქვს დაყენებული და ვნახავ, რამდენად სწრაფად განახორციელებენ მათ, რამდენად დროულად მომცემენ ინფორმაციას, შემდგომ ყველაფერს გავაანალიზებ და ჩამოვაყალიბებ ჩემ მყარ პოზიციას. იმ ინფორმაციას, რაც საზოგადოებისა და მედიისთვის იქნება საჭირო, გავასაჯაროებ“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×