რეზონანსი
26.07.2020

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არაერთი კუსტარული ანუ არაოფიციალური სარეკრეაციო ზონაა მოწყობილი, რომელიც, ერთი შეხედვით, უწყინარ ადგილს ჰგავს. მიუხედავად ამისა, აქტივისტების თქმით, 2015 წლიდან მოყოლებული სწორედ ამ ადგილებში 30 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვი, 21 ივლისს კი ამ ადგილმა კიდევ ორი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა.

ერთ-ერთი დაღუპული მოზარდის მამამ, ალეკო ცქიტიშვილმა თავის  თანამოაზრეებთან ერთად კამპანია "იცურე მშვიდად" წამოიწყო, რომლის მიზანი წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

2019 წელს ჩანჩქერის ტერიტორიაზე კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ბანერი დაამონტაჟეს, რომელიც მოსახლეობას საფრთხის შესახებ ამცნობს.

ალეკო ცქიტიშვილმა სამართლებრივი დავაც დაიწყო ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელ კომპანია „ჯივიპის“ წინააღმდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×