რეზონანსი
26.07.2020

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის დედა ქსენია ფილფანი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი თბილისში იყოს. 

როგორც ფილფანმა "დროებასთან" ინტერვიუში განაცხადა, თბილისში მოზარდის მამიდა ცხოვრობს, რომელსაც ისინი ხშირად სტუმრობდნენ. 

"თუ განვიხილავთ გაქცევის ვერსიას, როგორც დედამ, არ ვიცი, სად უნდა წასულიყო. მესმის, რომ უზარმაზარი მანძილებია, მაგრამ ერთადერთი, სადაც  შეეძლო წასვლა, არის თბილისი, რადგან ძალიან კარგად იცნობს აქაურობას, ბევრ დროს ვატარებდით, ბევრს ვსეირნობდით. თბილისში მისი მამიდა ცხოვრობს, სადაც ხშირად ვჩერდებოდით. მან იცის, სად არის ბინა და შეუძლია თავად მიაგნოს. არ მჯერა, რომ შეიძლება ბათუმში ან ქობულეთში იყოს, თუმცა შესაძლოა ვცდები", - განაცხადა თბილისში გუშინ ჩამოსულმა ქსენია ფილფანმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×