
თამარ ბაჩალიაშვილის დედა ფიქრობს, რომ მისი შვილი კონკრეტულ ადგილს ეძებდა და ის ვიღაცამ სახლიდან გაიტყუა.
"ზუსტად არ მახსოვს ვინ მითხრა, პოლიციელმა, გამომძიებელმა თუ იქ მაცხოვრებელმა. მინდორს ვეძებო, მინდორსო. ყველას ეგ უკვირდა, რომ რა მინდორს ეძებდა, ირგვლივ ყველგან მინდორია. კონკრეტულად რაღაც მინდორს ეძებდა. ვფიქრობ, რომ ირგვლივ კი სულ მინდორია, მაგრამ გარშემო დასახლებული პუნქტია და შუაშია მინდორი, რომ უნდა ენახა საკუთრივ ის მინდორი. ვიღაცას ჰყავს გატყუებული, არ არის ეს გოგო იმ მხარეში ნამყოფი და რანაირად მივიდოდა", - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.
მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი კომპიუტერს სახლში არ ტოვებდა, როდესაც სახლიდან დიდი ხნით გასვლას აპირებდა.
"არავინ არ მიკავშირდება, არავინ არაფრის საქმის კურსში არ მაყენებს რა ვერსიაზეა ლაპარაკი, ვეჭვობ, რომ რაღაცეების მიწებება უნდათ, მაგრამ არ მოვისვენებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე", - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.