რეზონანსი
26.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე ამბობს, რომ ის სრულიად უსაფუძლოდ და უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში.

„გამოძიების მიმართ ნდობა არ მაქვს და ჩემი შეფასებით, გამოძიება დაინტერესებული არ არის ფაქტობრივი და ფორმალური ჭეშმარიტების დადგენით. აღნიშნულის რწმენა გამიჩნდა იმის გამო, რომ დღემდე გამოძიება არ დაინტერესებულა, 20 ივნისის გამოკითხვის ოქმით ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით, ჩაეტარებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩემივე მონაწილეობით. რაც აჩენს განცდას, რომ რეალურად გამოძიება არ არის დაინტერესებული მოწოდებული ინფორმაციით, მისი ნამდვილობით და მისი უტყუარობით. ამასთანავე, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში ვიმყოფები სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ. ეს სწორედ იმ უწყების დამსახურებაა, რომელიც დღეს ჩემგან ითხოვს ინფორმაციის მიღებას”, – ამბობს არჩილ გაგნიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×