რეზონანსი
26.07.2020

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ მიმდინარე წლის 25 ივლისს გასულ სიუჟეტს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დ.ჭ.-ს სუიციდთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სიუჟეტი აგებული იყო ყალბ ინფორმაციაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.

„სიუჟეტში ითქვა, თითქოს ბრალდებული მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში იყო ჩართული, თუმცა მას არ მიეწოდებოდა მისი საჭიროების შესაბამისი პრეპარატის დოზა, რამაც შესაძლოა, მას სუიციდალური აზრები გაუმწვავა.

ამასთან, სიუჟეტში გამოთქმული იყო პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულის ადვოკატს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დაუმალა“,- აცხადებენ სპეციალური პენიტენციური სამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×