რეზონანსი
26.07.2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი სატრენინგო კურსი საქართველოს სამ უდიდეს ქალაქში გამართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით კერძო სექტორის მხარდასაჭერად ახალი სატრენინგო პროექტში კერძო სექტორის 200-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყო საქმიანი ტურიზმის სფეროს კომპანიები.

ტრენინგების კურსს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სრულიად უსასყიდლოდ ატარებს. „როგორ ჩავატაროთ ღონისძიება უსაფრთხოდ დახურულ სივრცეში, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით“ - ამ სახელწოდებით სატრენინგო კურსი საქართველოს სამ უდიდეს ქალაქში: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×