რეზონანსი
26.07.2020

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მიიჩნევს, რომ არსებობს აბსოლუტური საფუძვლები, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიება არამარტო შეიცვალოს, არამედ გაუქმდეს კიდევაც.  აღნიშნული განცხადება ადვოკატმა ხვალ დაგეგმილ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გააკეთა, რომელზეც 17 დაკავებულიდან 11 სრულწლოვნის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, ან გაგრძელებაზე უნდა იმსჯელონ.

ალექსანდრე კობაიძე გიორგი შაქარაშვილის ბიძის სკანდალურ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამი იყო რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში სხვა პირებთან ერთად არჩილ გაგნიძეც მონაწილეობდა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ ერთ, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაში ფიგურირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×