რეზონანსი
26.07.2020

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბათუმში. ორივე პირი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა - ის ყაზახეთის მოქალაქეა. ექიმების ინფორმაციით, აღნიშნულ პირს ყაზახეთში ცხელება ჰქონდა და სახლის პირობებში მკურნალობდა, მოგვიანებით კი სპეცრეისით საქართველოში გადმოფრინდა და კარანტინში იყო მოთავსებული.

კარანტინში მიყვანიდან მესამე დღეს მას კოვიდინფექცია დაუდგინდა.ახალგაზრდა მამაკაცს სხვა ქრონიკული დაავადებებიც აქვს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გარდა ამისა, ბათუმის კოვიდცენტრში გუშინ 2 ინფიცირებული მცხეთის რაიონული საავადმყოფოდან გადაიყვანეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის თქმით, მცხეთის კლინიკიდან გადმოყვანილი პაციენტები აჭარის მკვიდრები არიან და მათი გადაყვანა ოჯახის თხოვნის საფუძველზე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×