რეზონანსი
26.07.2020

ოკუპანტების მიერ დაკავებული მალხაზ ლეჟავა დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

მეჯვრისხევის მკვიდრი ამ დროისთვის რუსთავში საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

„25 ივლისს მოხდა მოქალაქე მალხაზ ლეჟავას უკანონო დაკავება. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ამოქმედდა ცხელი ხაზი. შედეგად, გუშინვე მოხდა ლეჟავას გათავისუფლება. იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება“ - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×