რეზონანსი
26.07.2020

13 წლის დაკარგული მოზარდის, ილია ფილფანის დედა, რომელიც დღეს ჩამოვიდა საქართველოში, ამბობს, რომ   ილიას ოჯახის წევრებთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა ეს არ იყო იმდენად სერიოზული, რომ მისი გაქცევის საფუძველი გამხდარიყო. 

"ალბათ ყველას აქვს გარკვეული სახის მცირე კონფლიქტები ოჯახში, თუმცა სერიოზული არაფერი ყოფილა. როდესაც ბოლოს ვესაუბრე, ის თავს კარგად გრძნობდა, მხიარული იყო და არაფერს უჩივოდა," - განუცხადა REPORT.GE- ს დაკარგული ბიჭის დედამ 

კითხვაზე, აქვს თუ არა ილიას წაღებული ჩანთა ან სხვა ნივთები, ის გვპასუხობს, რომ სახლის დათვალიერების შემდეგ, ყველაფერი ადგილზეა და ვერ ნახეს რაიმე, რაც შეიძლებოდა მას სახლიდან წაეღო. ამასთან, ილიას საქართველოში ახლო მეგობრები არ ჰყავს, რადგან მან ქართული ენა არ იცის. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×