რეზონანსი
26.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმე უკვე 22 ტომია. მისი მოცულობა უფრო გაიზრდება, თუმცა საგამოძიებო მასალებში არაფერი დევს ისეთი, რითაც ზუსტად გაირკვევა,  რა მოხდა, ვინ სცემა, ვინ მისდევდა და როგორ აღმოჩნდა 19 წლის ფეხბურთელი მდინარე არაგვში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია საგურამო-წიწამურის სატელეფონო ანძების ჩანაწერი - რომელიც აფიქსირებს, რომ გიორგის მკვლელობის მეორე დღეს, 19 ივნისის შუადღეს მცხეთაში ჩავიდა ერთ-ერთი ბრალდებული მორაგბე ნიკა ჟვანია. დეტალურ ამონაწერში ჩანს, რომ ჟვანია მცხეთიდან ურეკავს ასევე საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, ლაშა შერმადინს. ზარის ხანგრძლივობა 14 წამია - ესაა ის დრო, როდესაც გიორგი შაქარაშვილს მშობლები უკვე არაგვის ხეობაში ეძებენ. რატომ იმყოფებოდა მეორე დღეს მკვლელობის ადგილზე ბრალდებული ჟვანია? მისი ადვოკატი არჩილ ბერიანიძე ბოლო ერთი კვირაა სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.

„შაბათის ფორმულასთან“ პირველად, ფეხბურთელის მკვლელობის საქმეში ჩართულმა ორივე ექსპერტმა დაადასტურა, რომ შესაძლოა, შაქარაშვილს ტვინის შერყევა დაემართა, გონება დაკარგა, თუმცა რა დროით ამის თქმა არ შეუძლიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×