რეზონანსი
26.07.2020

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი გუშინ დაკრძალეს. „შაბათის ფორმულას“ წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი  შესაძლოა, მუშაობდა პროგრამაზე, რომელიც კავშირშია რუსულ სპეცსამსახურებთან.

ასევე ცნობილი ხდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის  მკვლელობაში რუსულ კვალს ეძებს გამოძიებაც.

სად მუშაობდა თამუნა ბაჩალიაშვილი?! - მის პოვნამდეც ოჯახი ამბობდა, რომ გოგონას გაუჩინარება სავარაუდოდ მის საქმიანობას უკავშირდებოდა, თუმცა ზუსტად არ იციან რას აკეთებდა კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი. ოჯახის წევრები პირად საუბარში გვიყვებიან, რომ უკვე დიდი ხანია, მას კომპანიიდან წამოსვლასა და სხვა სამსახურის პოვნას თხოვდნენ, მაგრამ თამუნა უარზე იყო. ამ თხოვნის მიზეზად კი ბოლო პერიოდში მის მდგომარეობას ასახელებენ. ამბობენ, რომ ანერვიულებული და გაღიზიანებული იყო.

23 წლის პროგრამისტი 5-დღიანი ძებნის შემდეგ საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გოგოს გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში ოჯახმა განცხადებით პოლიციას მიმართა და ძებნის დაჩქარება მოითხოვა, თუმცა გაუჩინარებიდან მეხუთე ღღეს, სანამ ოჯახმა და ახლობლებმა რუსთავი-თბილისის მაგისტრალი არ გადაკეტეს, მისი მოძებნა ვერ მოხერხდა.

წყარო: "ფორმულა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×