რეზონანსი
26.07.2020

23 წლის გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს მისი მეზობელი იხსენებს. როგორც ირკვევა, თამუნა მეზობლისგან წიგნებს თხოულობდა და სანაცვლოდ, ტკბილეულით უმასპინძლდებოდა ხოლმე.

„ბოლოს წიგნი ზამთარში წაიღო, „მთვარის მოტაცება“. ზუსტად ისიც აღარ მახსოვს, ამომიტანა თუ არა… ამოუტანია. ამოსვლა უყვარდა, ოღონდ უსაქმოდ არა. თუ რამე სჭირდებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში.

წიგნის სანაცვლოდ, ტკბილეულით მიმასპინძლდებოდა. ბოლოს შოკოლადიანი ბლინები გამოაცხო და ამომიტანა, დაახლოებით სამი კვირის წინ. მომეწონა, ვუთხარი კარგია, მომეწონა თამუნა-მეთქი. გაიღიმა.

პატარა სიფრიფანა ბავშვი იყო, ძალიან ნაზი. საუცხოო შეფასებები მქონდა, ძალიან კარგი…“, – ასე იხსენებს გარდაცვლილ გოგოს მისი მეზობელი, რომელსაც მხედველობის პრობლემები აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×