რეზონანსი
25.07.2020

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს.

ამის შესახებ ადვოკატი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. 

„ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება.

ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება“, – წერს კობაიძე.

ადვოკატი ფიქრობს, რომ მას ძლიერ კონკურენციას მმართველი პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები ვერ გაუწევენ.

ცნობისთვის, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების, არჩილ გაგნიძისადა ვასილ მახარაძის უფლებებს იცავს. მანამდე კი ის კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში გამოჩნდა. კობაიძე სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობისთვის გასამართლებულ მალხაზ კობაურს იცავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×