რეზონანსი
25.07.2020

ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ექიმები, მისი მდგომარეობის შეცვლას ვერ ახერხებენ. ინფიცირებული მცხეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფება, სადაც ამ დროისთვის სულ 55 მოქალაქე გადის მკურნალობას, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ლიკა მუმლაძე აცხადებს, რომ პაციენტს ვირუსთან ერთად რამდენიმე ქრონიკული დაავადებაც აქვს, რაც მის მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს. ექიმის ინფორმაციით, ქალბატონი მკურნალობას კლინიკაში ივნისის შემდეგ გადის და მისი მდგომარეობა ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენჯერმე უკიდურესად დამძიმდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×