რეზონანსი
25.07.2020

ე.წ "ოცნების ქალაქში" აქცია გაიმართა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან სპეციალური კომისიის დროულად შექმნას მოითხოვდნენ, რომელიც განსაზღვრავს იმ ოჯახების ვინაობას რომლებსაც საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

აქციის მონაწილეთა თქმით, დაპირების მიუხედავად ამ დრომდე არ შეუსწავლიათ "ოცნების ქალაქში" მცხოვრებთა კატეგორიები და გაურკვევლობაში არიან, ამიტომ შიშობენ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მათ ბინებს არ გადასცემენ.

მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან ელექტროენერგიის ღირებულებაზე სუბსიდირებასაც ითხოვენ.

"ოცნების ქალაქის" მოსახლეობას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს. უწყებაში თქვეს, რომ აქციის მონაწილეთა ეჭვები უსაფუძვლოა. უკვე დაწყებულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მოსახლეობის შესწავლა და კრიტერიუმების დადგენა, რაც შეეხება ელექტროენერგიის გადასახადზე სუბსიდირებას, ამ საკითხზე დაწყებულია მუშაობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×