
„ვფიქრობ, საბურთალოს ოლქში, სავარაუდოდ, დავტოვებთ ბევრ მაჟორიტარ კანდიდატს, რომ ვცადოთ სხვა ტიპის კონკურენცია საარჩევნო თვალსაზრისით. 6 ოლქი შეთანხმებულია, გვყავს საერთო კანდიდატი, დარჩენილია დიდუბე-ჩუღურეთი, სადაც ვფიქრობთ, უპარტიო კანდიდატზე. კანდიდატზე, რომელიც არცერთ პარტიას არ წარმოადგენს. ჩვენი ამოცანაა, ყველა ტიპის არჩევანის შესაძლებლობა მივცეთ მოქალაქეებს “,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამის შესახებ პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიას დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, გამოუცხადებს თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია მხარდაჭერას საბურთალოზე “ლელოს” მიერ დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატს, ბადრი ჯაფარიძეს.
კითხვაზე, თუ ვის ექნება მისი მხარდაჭრა საბურთალოს ოლქში, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ის მხარს, თაკო ჩარკვიანს დაუჭერს.
შეგახსენებთ: „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის.
საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო იქნება. საბურთალოს ოლქში კენჭისყრას აპირებს ასევე „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.