რეზონანსი
25.07.2020

ლილოს ბაზრობაზე მოვაჭრეებს ახალ კორონავირუსზე ტესტირება უტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ლილოს ბაზრობაზე 2 დღეა რაც მოვაჭრეების პისიარ ტესტირება მიმდინარეობს. ლილოს ბაზრობაზე დღეში საშუალოდ 500 პისიარტესტი ტარდება.

ლილოს ბაზრობაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ლილო მოლის იმ რიგში, სადაც კოვიდინფიცირებულები მუშაობდნენ, ამ დროისთვის რამდენიმე დახლი დაკეტილია.

შეგახსენებთ, ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიან სკრინინგზე გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ აღნიშნულ ბაზრობაზე გარდაბნის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×