რეზონანსი
25.07.2020

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამასთან უცნაური ფორმის საუბრები იმართებოდა. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

გარდა ამისა, რამიშვილი ამბობს, რომ ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაუკავშირდნენ პირები და კომპიუტერის გახსნასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირი ინფორმაცია მიაწოდეს.

როდესაც ჩავერთე საქმეში მამამ მითხრა, რომ იმ პერიოდში, როცა მას სამართალდამცავ ორგანოებთან ჰქონდა შემხებლობა და ინტენსიურად იღებდა ინფორმაციას, დაუკავშირდნენ პირები, არა ერთი არამედ რამდენიმე და ერთ-ერთმა უთხრა, რომ მათ გახსნეს კომპიუტერი და მისი გოგო იყო შარში. შემდგომში სხვამ უთხრა, რომ კომპიუტერი არ იყო გახსნილი, მეორემ უთხრა, რომ ყო გახსნილი. მერე რაღაც მიტინგებთან დაკავშირებით, ხომ მოვილაპარაკეთო... ძალიან ისეთი, შანტაჟის, ვაჭრობის მაგვარი საუბრები იმართებოდა გაურკვეველი და ცოტა უცნაური ფორმის საუბრები იყო", — აღნიშნა ოჯახის ადვოკატმა.

მისივე თქმით, ისინი დაადგენენ, ვინ დაუკავშირდა გარადცვლილის მამას და ვინ ესაუბრებოდა მას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×