
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კენჭს საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან ვიყრი. ეს ოლქი იქნება ის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისათვის, რათა საბურთალოს მცხოვრებლებმა, ადამიანებმა, რომლებიც მთელი ეს წლებია განიცდიან გაჭირვებას, ერთხელ და სამუდამოდ იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს იზრუნოს არა მხოლოდ საბურთალოს მცხოვრებლების, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის პრობლების გადაჭრაზე, იმაზე, რომ შევძლოთ დავძლიოთ ყოველდღიური გაჭირვება და ის კრიზისი, რომელშიც ქვეყანაში აღმოჩნდა",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ამავე ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო იქნება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.