
თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშზე დიდი რაოდენობის თანხა ინახება. როგორც ირკვევა, პოლიციამ ბაჩალიაშვილის თანამშრომლებს მობილური ტელეფონები ჩამოართვა, კომპიუტერები - კი ექსპერტიზაზეა წაღებული.
კომპანია „zag“-ის მფლობელი აბრაჰამ რეიხბახი ადასტურებს, რომ კომპანიაში დასაქმებულებს „საიდუმლო მასალებთან წვდომა აქვთ“. „zag“-ის თანამშრომელთა ანაზღაურება 4 000 აშშ დოლარიდან 15 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.
"ქრონიკის" ინფორმაციით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს საბანკო ანაბარზე მინიმუმ 75 000 ლარი ჰქონდა. ინფორმაცია ამის შესახებ ექსკლუზიურად „ქრონიკამ“ მოიპოვა. მას დღეს დაკრძალავენ.
„ოჯახს აქვს კითხვები გამოძიებასთან, რადგან დაემატა კიდევ ახალი მუხლი - თვითმკვლელობამდე მიყვანა და გვაინტერესებს, ვის უნდა გაეკეთებინა ეს. თავიდანვე გაჩნდა ეჭვები, რომ მანქანა შეიძლება თავიდანვე იქ არ ყოფილიყო. იმ ადგილებში შეგვეძლო თუნდაც კვირა დღეს, ანუ გაუჩინარებიდან მეორე დღეს დაგვეფიქსირებინა. ანაბარის მიმართაც ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. თუ ანაბარს მიუთითებდა, მაშინ დატოვებდა ბარათს და პინ კოდსაც“, - განაცხადა გარდაცვილის ბიძამ კობა თამაზაშვილმა.
სამართალდამცველებმა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში იპოვეს წერილი, რომელიც სავარაუდოდ მან თავის ოჯახს დაუტოვა. „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ - ნათქვამია წერილში, რომლის ავთენტურობა გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს.