რეზონანსი
25.07.2020

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა სამძიმარზე მისულ ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს ესაუბრა. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, შვილს ფსიქოლოგთან მისვლა თავად შესთავაზა, თუმცა თამარს ფსიქოლოგი უკვე შერჩეული ჰყავდა და მასთან საბურთალოზე დაიწყო სიარული. ის პატიმრებთან და არასრულწლოვანებთან მუშაობდა.

„ძალიან ბევრს სწავლობდა, მეცადინეობდა, არასოდეს კმაყოფილდებოდა მიღწეულით და ამ ემოციური გადაღლილობის გამო გადაწყვიტა ფსიქოლოგთან მისვლა.

როცა პანდემიის პერიოდში ფსიქოლოგს ონლაინ ესაუბრებოდა, ცდილობდა მის ძმას არ გაეგო, რადგან ძალიან უფრთხილდებოდა“, – უთხრა ეკამიშველაძეს გარდაცვლილის დედამ.

თეონა თამაზაშვილმა საუბრისას ასევე გაიხსენა მისი ერთ-ერთი დაბადების დღე, როცა შვილმა სამსახურთან ახლოს სალონში წაიყვანა. დედის თხოვნაზე, შენობა მაინც ეჩვენებინა მისთვის, ახალგაზრდამ ამას თავი აარიდა და თემა შეცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×