რეზონანსი
25.07.2020

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამ სრულიად საქართველო შეძრა. გიორგის მამა ლევან შაქარაშვილი დღემდე არ ჩნდება მედიასთან რაიმე სახის კომენტარზე. როგორც გარდაცვლილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, ლევან შაქარაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია.

"ლევანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ღმერთმა კარგად გვიმყოფოს და უმძიმეს მდგომარეობაში გვყავდა და გვყავს კიდეც. ვერ გამოდიოდა მდგომარეობიდან. დღესაც ვერ გამოდის და ვერ უტყდება თავის თავს იმაში, რომ შვილი აღარ ჰყავს, ძალიან მძიმედაა და ვაბრუნებთ ამ ქვეყანას.

თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი მამის კონტაქტი ან ტელევიზიასთან ან საზოგადოებასთან? აი, ამას ვუყურებ ყოველ დღე და ამ ფონზე მიწევს დავდგე და კომენტარები ვაკეთო“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×