რეზონანსი
24.07.2020

გაურკვევლ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშილის დედა შვილის ცხედრის აღმოჩენამდე თამარის შესახებ ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს ესაუბრა.

ამის შესახებ მიშველაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც ის ამბობს, თამარზე საუბრისას დედამ მისი ფსიქოლოგთან ვიზიტიც ახსენა.

ფსიქო-თერაპევტთთან ვიზიტებს კი მშობელი ორი სამსახურით, მუდმივი მეცადინეობითა და ემოციური გამოფიტულობით ხსნის.

„დადიოდა ფსიქოლოგთან, 2 სამსახურში მუშაობდა, თან ძალიან ბევრს სწავლობდა და ემოციურად გადაღლილი იყო. როცა პანდემიის პერიოდში თერაპევტს ონლაინ ესუბრებოდა, ცდილობდა მისი ძმა არ ყოფილიყო სახლში, უფრთხილდებოდა არასრულწლოვანს. ექიმი თავად შეარჩია. პატიმრებთან და არასრულწლოვანებთან მუშაობდა ეს ფსიქოლოგი“, - უყვება გარდაცვლილის დედა ეკა მიშველაძეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×