რეზონანსი
24.07.2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარის ჩაკეტვის შემდეგ, ეპიდემიოლოგებმა შეძლეს და დაახლოებით, 5 000-იანი მოსახლიდან მხოლოდ 300 ადგილობრივს გაუკეთეს PCR-ტესტი. ადგილობრივების ნაწილი ამ დრომდე ტესტირებაზე უარს ამბობს.

ვისურის არსებობის არ მჯერა. ჩემს გარშემო რუსეთშიც და თურქეთშიც არავინ დაინფიცირებულა“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. სოფლის მთელ ტერიტორიას შინაგან საქმეთა სამინისტრო 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს.

მოქალაქეებს სოფელში შესვლის წინ ტემპერატურას უზომავენ და აფრთხილებენ, რომ საკარანტინე რეჟიმის მოხსნამდე მათ ადგილზე დარჩენა მოუწევთ.

ადგილობრივებს ახლობლები საკვებს აწვდიან, თუმცა სოფელში ამბობენ, რომ ამის პრობლემა არ აქვთ.

ამ დროისთვის 26 ადგილობრივი გარდაბნის კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×