რეზონანსი
24.07.2020

აია სოფიაში მეჩეთად გადაკეთების შემდეგ 86 წლის შემდეგ პირველად ტრადიციული პარასკევის მუსლიმური ლოცვა ჩატარდა. ლოცვას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც შეუერთდა. სწორედ მისი ინიციატივით შეეცვალა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესულ ძეგლს მუზეუმის სტატუსი. 

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას აპროტესტებს არაერთი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, მათ შორის ამერიკის ბერძნულ-მართლმადიდებლური ეპარქიის ეპისკოპოსი ელფიდეროსი. 

„აია სოფია უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ტაძარია. მისი მეჩეთად გადაკეთება მტკივნეული გადაწყვეტილებაა ყველასთვის არამხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით, არამედ იმითაც, აჩენს შეშფოთების საბაბს თურქეთში უმცირესობების მომავალთან დაკავშირებით. ეს ეხებათ ქრისტიანებს, იუდეველებს და სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც. ტაძრის მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო ბრძნული", - განაცხადა ეპისკოპოსმა ელფიდეროსმა. 

ერდოღანმა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას 10 ივლისს მოაწერა ხელი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×