რეზონანსი
24.07.2020

სოფელ დუისში მცხოვრებ ქისტ  და სოფელ მატანში მცხოვრებ ქართველი ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად ორი პირია დაზარალებული, მათ შორის ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმაა.

აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მატანის მკვიდრი დუისში ავტომობილით ქათამს დაეჯახა. დუისელმა ახალგაზრდებმა კი მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

იმავე საღამოს ახმეტიდან ხეობაში მაქნანით ბრუნდებოდა  მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა , რა დროსაც მატანის მაცხოვრებლებმა მისი მანქანა გააჩერეს, რასაც პიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მის ძმას წარბი აქვს გახეთქილი, ზურგზე კი დაბეჟილობები აღენიშნება.  

დაპირისპირების გამო სოფელ დუისის უხუცესებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაპირისპირებულ ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×